კონფიდენციალურობა

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას მასზედ, რომ მთელი სერიოზულობით დავიცავთ ყველა კლიენტის კონფიდენციალურობას, შევინარჩუნებთ კლიენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას არაუფლებამოსილი წვდომისგან, გამოყენებისგან, შეცვლისგან ან განადგურებისგან. ჩვენ ვცდილობთ შევაგროვოთ, გამოვიყენოთ და შევინახოთ კლიენტის ინფორმაცია მხოლოდ სათანადო მიზნებისათვის.

ჩვენ მიერ კლიენტის ინფორმაციის შეგროვება გამოყენება და შენახვა შეზღუდულია მხოლოდ იმ დონემდე რაც ჩვენი აზრით აუცილებელია საუკეთესო მომსახურების მიწოდებისთვის. ჩვენი საქმიანობის წარმართვისათვის, რისკების მართვისთვის, ჩვენი პროდუქტის გაყიდვისათვის და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნის შესრულებისთვის. ჩვენ ვიღებთ 2 ტიპის ინფორმაციას თქვენი მხრიდან: პირველი, ინფორმაცია რომელიც წარმოდგენილია თქვენი მხრიდან და მეორე, ინფორმაცია რომელიც მიღებულია ტექნოლოგიების მეშვეობით.


1.    ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია თქვენი მხრიდან:

ჩვენ თქვენი მხრიდან შეიძლება მივიღოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: თქვენი სახელი და გვარი, იურდიული მისამართი, ტრანსპორტირების მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, საბანკო ბარათის ნომერი და ინფორმაცია შეკვეთის დეტალების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება მივიღოთ ჩვენს ვებ-გვერდზე ვიზიტის პერიოდში თქვენს მიერ განხორციელებული მოქმედებების დროს:

•    ვებ-გვერდზე დარეგისტრირების დროს.

•    შეკვეთის გაკეთების დროს.

•    პროდუქტის შეფასების დროს.

•    ჩვენი სოციალური მედიის გვერდების გამოყენებისას.

•    სავაჭრო სიის შექმნის პროცესში.

ჩვენ შეიძლება მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებაც, რომლებსაც უგზავნით საჩუქარს ან სასაჩუქრე ბარათს.


2.    ტექნოლოგიებით მიღებული ინფორმაცია:

თქვენი ჩვენს ვებ-გვერდზე ვიზიტისას, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: რა დროს ატარებთ ჩვენს ვებ გვერდზე, რა სახის პროდუქტები გაინტერესებთ, თქვენი IP მისამართი და ბრაუზერის ტიპი და ვერსია. ამ ტიპის ინფორმაცია არის ანონიმური და არ იძლევა თქვენი იდენტიფიცირების საშუალებას. თუმცა, ასეთი ინფორმაცია შეიძლება გახდეს არა ანონიმური იმის გათვალისწინებით, რომ ეს ინფორმაცია თქვენს პირად მონაცემებთან ერთად გავძლევს თქვენი იდენტიფიცირების საშუალებას.

ჩვენ შეიძლება განვათავსოთ cookies თქვენს სისტემაში. Cookies ეს არის ფაილი, რომელიც იგზავნება თქვენს ბრაუზერში ვებ სერვერზე და აღრიცხვის მიზნით ინახება თქვენს კომპიუტერში. ზოგადად, ეს  ინტერნეტის გამოყენებას უფრო ხელსაყრელს ხდის, რადგან ინახავს ინფორმაციას თქვენი ინტერესების შესახებ კონკრეტულ სისტემაში. ეს გვეხმარება გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისი და სავაჭრო გამოცდილება.


კონფიდენციალურობის უფლებები


ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ კლიენტების შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გადავცეთ ინფორმაცია ხელისუფლების ორგანოებს და სამართალდამცავ პირებს თაღლითობის თავიდან ასაცილებლად.

ჩვენ პერიოდულად ვანახლებთ ხელშეკრულებებს პარტნიორ კომპანიებთან, რომლებიც სხვადასხვა სერვისს გვაწვდიან ჩვენ და ჩვენს მომხმარებლებს. შესაბამისად, პარტნიორმა კომპანიებმა შეიძლება მიიღონ გარკვეული სახის ინფორმაცია ჩვენი კლიენტების შესახებ, მაგრამ ისინი ვალდებულები არიან გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ პარტნიორობის ფარგლებში არსებული ხელშეკრულების პირობების მიხედვით.

გაითვალისწინეთ: ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს საბანკო მონაცემებზე, რადგან ჩვენ არ გვაქვს წვდომა აღნიშნული ტიპის ინფორმაციასთან. მსგავსი პრობლემის ან პრეტენზიის შემთხვევაში მიმართეთ www.tbcpay.ge-ს ადმინისტრაციას, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენ საიტის საბანკო გადარიცხვების მომსახურეობაზე.

ბრენდები